Tuesday, July 24, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
შინაური  და  გარეული  ცხოველები
2.პროექტის  მთავარი  იდეა(თემა):
შესძლონ მოსწავლეებმა ინგლისურად დასახელონ, როგორც შინაური  ისე  გარეული  ცხოველები.
3.პროექტის  აქტუალობა:
ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებმა  გაარჩიონ  ერთმანეთისაგან  ცხოველები  და  შესძლონ კლასიფიკაცია  მიცემული  ნახატების  მიხედვით
4.პროექტის  მიზნები:
მოსწავლეებმა  ზეპირად  დაასახელონ  ცხოველთა  სახელები  და შესძლონ  კარნახით  მათი  დაწერა  დაფაზე.
5.მონაწილეთა ასაკი:
9 წლის
6.ვადები/ხანგრძლივობა:
2  კვირა
7.მოსალოდნელი   შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება  შეიქმნას:
მოახდენენ დასახელებას  ინგლისურად,შეძლებენ  კლასიფიკაციას,შეისწავლიან  ინგლისურად  დაწერას,შექმნიან თვითონვე  ნახატებს,  რომელი  ცხოველიც  უფრო  მეტად  უყვართ  და  შეიქმნება  თვალსაჩინოებაც.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები:
სახელმძღვანელო,ლექსიკონი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა:
    1.თემის  შერჩევა.შინაური და  გარეული  ცხოველები
    2.ჯგუფების  ჩამოყალიბება:  კლასის  გაყოფა  2 ნაწილად.პირველი  ჯგუფი  იმუშავებს
      შინაურ  ცხოველებზე  და  მეორე  გარეულზე.
   3.მოძებნიან  საჭირო  ინფორმაციას  სახელმძღვანელოში,ლექსიკონში  და
      კომპიუტერში.
   4.აირჩევენ ჯგუფის ხელმძღვანელს,რომელიც ყურდღებეს  მიაქცევს  სხვა  წევრებს,რომ  
      სრულყოფილად  მოხდეს სამუშაოს  შესრულება.
   5.ისაუბრებენ  შინაურ  და  გარეულ  ცხოველებზე  და  სლაიდების  მიხედვით
      წარმოადგენენ მოძიებულ  მასალას.
   6.მასწავლებელი  შეფასებს   ორივე  ჯგიფის  ნამუშევარს  და  მისცემს  განმავითარებელ
      შეფასებას.
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვმულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
ქართული  ენა და  ბუნება.

უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების,
წინადადებების გაშიფრვა-
წაკითხვა.
უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.


11.პროექტის  ხელმძღვანელი:
ნინო  ზურაშვილი
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:
zurashvilini@gmail.com
13.პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი
zurashvilini.blogspot.com

No comments:

Post a Comment